დავით სარალიძის ოჯახის მხარდამჭერი აქცია საქართველოს 9 ქალაქში გაიმართება

საქართველო, თბილისი - 15:49 | 01.06.2018
ნანახია: 1117

#ნუმომკლავ - დღეს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია საქართველოს 9 ქალაქში გაიმართება.

მთავარი აქცია დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე - რუსთაველზე 16:00 საათზე დაიწყება.

აქციები გაიმართება რეგიონებშიც.

ბათუმში, ქობულეთსა და ზუგდიდში აქცია დაიწყება 19:00 საათზე.

ბორჯომსა და ახალციხეში აქცია დაიწყება 17:00 საათზე.

გორსა და რუსთავში აქცია გაიმართება 19:00 საათზე, ხოლო ქუთაისში დილის 10:00 საათიდან მიმდინარეობს აქცია.

ზაზა სარალიძე მისი შვილის მკვლელის დასჯას ითხოვს. აქციების მთავარი მოთხოვნაც სწორედ ეს იქნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე