ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ძიუდოისტი იოსებ წელაური დაჭრა

საქართველო, თბილისი - 14:47 | 01.06.2018
ნანახია: 1348

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მომთხოვნ სპორტსმენებს ფედერაციის თანამშრომლებმა ცეცხლი გაუხსნეს.

დაპირისპირება გვიან ღამით, აღმაშენებლის გამზირზე, "მაკდონალდსთან" მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ლომერ ჟორჟოლიანმა ერთ-ერთი ძიუდოისტი იოსებ წელაური დაჭრა.

დაპირისპირებაში ვარლამ ლიპარტელიანი და ავთანდილ ჭრიკიშვილიც მონაწილეობდნენ.

ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებსა და გაფიცულ ძიუდოისტებს შორის დაპირისპირების ფაქტზე ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ლომერ ჟორჟოლიანია დაკავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 126-ე და 236-ე მუხლებით.

სოციალურ ქსელში მომხდარის დეტალები ვრცელდება:

"გუშინ, გვიან ღამით, გაფიცულ ძიუდოისტებს ცეცხლი გაუხსნეს ფედერაციის თანამშრომლებმა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიმარტეს, დაკავებულია 4 პირი, რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს ძიუდოისტებს, მათ შორისაა ჭაბუკთა მწვრთნელი და დავით ქევხიშვილის მხარდამჭერი - ლომერ ჟორჟოლიანი.

თვითმხილველების განცხადებით, ლომერ ჟორჟოლიანმა, უშუალოდ დაჭრა ერთ-ერთი პირი ძიუდოს ნაკრების მხრიდან პატრულისა და ათეულობით მოწმის თანდასწრებით, ქალაქის ცენტრალურ უბანში. 

ამავე თვითმხილველის განცხადებით, დაპირისპირების დროს ადგილზე იმყოფებოდა დავით ქევხიშვილი, რომელმაც სასწრაფოდ დატოვა ტერიტორია", - აღნიშნულია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე