პარლამენტთან სანდრა რულოვსი მივიდა

საქართველო, თბილისი - 14:13 | 01.06.2018
ნანახია: 1939

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი მივიდა, სადაც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას შეხვდა.

რულოვსმა ზაზა სარალიძეს სამძიმარი და თანადგომა გამოუცხადა.

„ვაცხადებ ჩემს მხარდაჭერას ბატონ ზაზასთან და მის სამართლიანობის აღდგენის ბრძოლასთან. ხმა აღარ აქვს ბატონ ზაზას, მაგრამ ხალხი დგას მასთან და მე იმედი მაქვს, რომ ხალხი მის მაგივრად ილაპარაკებს დღეს და მაგრად იქნებიან და მოსთხოვენ აუცილებლად, რომ სამართლიანობა აღდგეს. რაც მოხდა, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, მაგრამ ის გამოძიება, რომელიც დარღვევებით ჩატარდა, კიდევ უფრო ამძიმებს ამ ოჯახისთვის და მთელი საზოგადოებისთვის ამ ფაქტს,“ - აღნიშნა სანდრა რულოვსმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე