დაბალტანიანი ადამიანები წონაში რთულად იკლებენ - მეცნიერები

საქართველო, თბილისი - 13:55 | 01.06.2018
ნანახია: 1235

დაბალტანიან ადამიანებს მაღლებთან შედარებით გახდომა უჭირთ. საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა ახალი კვლევის შედეგები წარმოადგინა.

სპეციალისტების მტკიცებით, კუნთოვან მასაზე დამოკიდებულია მეტაბოლიზმის სიჩქარე. ეს მაჩვენებელი ზედმეტი კალორიების დაწვას აზლეირებს.

 „დაბალტანიანი ადამიანები ზედმეტ კილოგრამებს იშვიათად კარგავენ“, - განაცხადეს კვლევის ავტორებმა.

რეგულარული ვარჯიში და სწორი კვება მეტაბოლიზმს დააჩქარებს. მეცნიერთა თქმით, ვარჯიშის კონკრეტულ მიმართულებას დიდი მნიშვენლობა აქვს.

მეცნიერთა აზრით, დაბალტანიან ადამიანებს დაეხმარება ძალისმიერი ვარჯიში. ზედმეტი კალორიების დაწვის პროცესი ინტენსიური ვარჯიშისას გაცილებით სწრაფად მიიღწევა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე