პრეზიდენტი სემეკ-ის წევრობის იმავე კანდიდატებს ხელახლა წარადგენს
საქართველო, თბილისი - 16:13 | 24.09.2015 ნანახია: 1989საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა, დღეს სემეკის წევრობის კანდიდატებზე პრეზიდენტისა და მთავრობის შეთანხმების პროცესთან დაკავშირებით, ბრიფინგი გამართა.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებად წარდგენილი სამი კანდიდატიდან, მთავრობამ ორ კანდიდატზე უარი განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობას პარლამენტში წარსადგენად 8 სექტემბერს შესთავაზა დავით ასლანიშვილის, გიორგი ფანგანის და მარინა გულედანის კანდიდატურები. მთავრობამ 22 სექტემბერს მხოლოდ გიორგი ფანგანის კანდიდატურა მოიწონა.
„მთავრობამ უარი თქვა აღნიშნულ კანდიდატებზე ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე. მართალია, მთავრობას კანონი ამ არგუმენტაციის წარდგენას არ ავალდებულებს, მაგრამ ორი ძლიერი, პროფესიონალი კანდიდატის დაწუნების შემთახვევაში, გარკვეული არგუმენტები მაინც უნდა არსებობდეს - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს კანდიდატები პრეზიდენტის ინიციატივით გამჭვირვალე პროცესის შედეგად შეირჩა“,- აღნიშნა დღეს გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლმა გიორგი აბაშიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციის შედეგად შერჩეული ორივე პროფესიონალის დავით ასლანიშვილის და მარინა გულედანის კანდიდატურები ხელახლა წარუდგინოს შესათანხმებლად საქართველოს მთავრობას.
ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის პრეზიდენტის მიერ ხელახლა წარდგენილ კანდიდატებზე, პრეზიდენტის ადმინისტარცია საზოგადოებასთან და დარგის ექსპერტებთან ერთად ახლიდან, დაიწყებს სემეკის წევრობის კანდიდატების შერჩევის ღია და გამჭვირვალე პროცესს - იმ თანმიმდევრობით რა თანმიმდევრობითაც დაიწყო ეს პროცესი რამდენიმე თვის წინ.
„საქართველოს პრეზიდენტი უარს არ იტყვის კანდიდატების შერჩევის გამჭვირვალე პროცესზე და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზე. ჩვენ უარს ვამბობთ ყველა სხვა ტიპის შეთანხმებაზე“, - განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე გიორგი აბაშიშვილმა.
აბაშიშვილის განცხადებით, საგულისხმოა, რომ მთავრობამ სემეკ-ის წევრობის პროფესიონალ კანდიდატებზე უარი თქვა იმ დროს, როდესაც ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურების შედეგად ცალკეული კომპანიები მუდმივად საუბრობენ ელექტროენერგიასა თუ ბუნებრივ აირზე ტარიფების მომატებასთან დაკავშირებით.
„ტარიფები ის საკითხია, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აწუხებს. სემეკი არის ორგანო, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ტარიფებთან დაკავშირებით და განსაზღვროს ტარიფების ბედი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებში ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეული და საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობდნენ.
სწორედ ეს უზრუნველყოფს სემეკ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მეტ გამჭვირვალობას, სამართლიანობასა და მხარდაჭერას საზოგადოების მხრიდან“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა