სავარაუდოდ, პრეზიდენტი მთავრობასთან წავა მოსალაპარაკებლად - სარალიძე

საქართველო, თბილისი - 13:13 | 01.06.2018
ნანახია: 764

„სავარაუდოდ, მთავრობასთან წავა მოსალაპარაკებლად, რომ როგორმე მივიღოთ ის მოცემულობა, რაც ჭეშმარიტებას შეესაბამება,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი განცხადებით, მარგველაშვილმა მას სოლიდარობა გამოუცხადა. სარალიძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მისი შვილის მკველელების დასჯა სთხოვა. თუმცა გამოიყენებს თუა არა პრეზიდენტი რაიმე ბერკეტს, ამაზე საუბარი არ ყოფილა. 

ზაზა სარალიძემ დღეს საკუთარ Facebook-ის გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ერთადერთი ადამიანი ხელისუფლებიდან, რომელმაც მის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, პრეზიდენტი და მისი ოჯახი იყო.

შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე გუშინ პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა იმყოფებოდა. აქციის განმავლობაში ზაზა სარალიძეს სოლიდარობას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგნელებიც უცხადებდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე