პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე პრეზიდენტი მივიდა

საქართველო, თბილისი - 11:54 | 01.06.2018
ნანახია: 1016

პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე პრეზიდენტი მივიდა. გიორგი მარგველაშვილი მედიის გარეშე პარლამენტის წინ გაშლილ კარავში ზაზა სარალიძეს ხვდება. იუწყება "რუსთავი 2". 

ცოტა ხნის წინ ზაზა სარალიძემ საკუთარ Facebook გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ერთადერთი ადამიანი ხელისუფლებიდან, რომელმაც მის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, პრეზიდენტი და მისი ოჯახი იყო.

ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე გუშინ პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა იმყოფებოდა. აქციის განმავლობაში ზაზა სარალიძეს სოლიდარობას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგნელებიც უცხადებდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე