რუსი ჟურნალისტი ბაბჩენკო უკრაინის მოქალაქეობას მიიღებს

საქართველო, თბილისი - 11:34 | 01.06.2018
ნანახია: 1206

რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო უკრაინის მოქალაქეობის მიღებას დათანხმდა. ჟურნალისტმა  გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციამ მას უკრაინის მოქალაქეობის მიღება და ამ საკითხში დახმარება შესთავაზა.

„გულწრფელად ვიტყვი, რომ უარი არ მითქვამს“, – განაცხადა ბაბჩენკომ.

რუს ჟურნალისტს უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლება უკვე აქვს. იმავე დოკუმენტების მიღებას ახლა მისი ოჯახის წევრები ცდილობენ.

შეგახსენებთ, არკადი ბაბჩენკოს მკვლელობის შესახებ ინფორმაცია 29 მაისს გავრცელდა. 30 მაისს კი არკადი ბაბჩენკო უკრაინელი სამართალდამცავების ბრიფინგზე მივიდა.  ქვეყნის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტს 24-საათიანი დაცვა დაუნიშნეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე