ვიცი, რომ განწირული ვარ და ადრე თუ გვიან მომიღებთ ბოლოს - ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

საქართველო, თბილისი - 11:11 | 01.06.2018
ნანახია: 995

მე ვიცი რომ განწირული ვარ ამ საქმიდან გამომდინარე და ადრე თუ გვიან მომიღებთბოლოს და ბატონი იური ვაზაგაშვილის ბედს გავიზიარებ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში წერს.

მან პრემიერ-მინისტრს სამძიმრის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა აღნიშნა, რომ ხელახალი გამოძიების არ სჯერა და ამით არ მოტყუვდება.

"დიდი მადლობა ბატონო პრემიერო სამძიმრის გამოცხადებისთვის.

ახლა რაც შეეხება ხელახალ გამოძიებას.

მაგ უმეცარი ნაბიჯით მე ვეღარ მომატყუებთ.

რომელ გამოძიებაზეა საუბარი როდესაც აღარც მოწმეები და აღარც ნივთმტიცებები აღარ არსებობს.

მოწმეების მშობლები დააშინეს პროკურატურის დახმარებით სუბელიანის ოჯახმა და აგრეთვე გაანადგურეს ნივთმტკიცებები.

როგორ ფიქრობთ?

ვინმე გადადგამს ნაბიჯს და თავიანთი შვილების სიცოცხლეს ეჭვქეშ დააყენებენ???

მე ვიცი რო განწირული ვარ ამ საქმიდან გამომდინარე და ადრე თუ გვიან მომიღებთ ბოლოს და ბატონი იური ვაზაგაშვილის ბედს გავიზიარებ.

მაგრამ მე არ მოგცემთ უფლებას ჩემ შვილს სულში ჩააფურთხოთ მანამ სანამ ცოცხალი ვარ.

მაგ ზღაპრებს მე ექვსი თვე ვისმენდი", - წერს სარალიძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე