ევროკავშირი აშშ-ის მიერ ფოლადსა და ალუმინზე გადასახადების გაზრდის საპასუხოდ მკაცრ ზომებს ამზადებს

საქართველო, თბილისი - 11:06 | 01.06.2018
ნანახია: 750

აშშ-ის მიერ ფოლადსა და ალუმინზე გადასახადების გაზრდამ ევროკავშირის ქვეყნების უკმაყოფილება გამოიწვია. მათ ვაშინგტონის ქმედების წინააღმდეგ მკაცრი პასუხი დააანონსეს.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟან-კლოდ იუნკერმა ამერიკის ხელისუფლება მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის წესების დარღვევაში დაადანაშაულა.

ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში აშშ-ის წინააღმდეგ იურიდიული პროცედურების დაწყების შესახებ.

ვაშინგტონი მწვავედ გააკრიტიკა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა, მათ შორის გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა. ლონდონმა აშშ-ს მოუწოდა გადასახადები ახლო მოკავშირეებს გაუუქმოს.

ევროპის ქვეყნების რეაქციის მიიუხედავად, აშშ დარწმუნებულია, რომ ეს ევროკავშირის სახელმწიფოებთან ურთიერთობებზე არ აისახება. ამერიკის ვაჭრობის მინისტრმა უილბურ როსმა განაცხადა, რომ „ამ ყველაფერს დროთა განმავლობაში გადაიტანენ“.

2018 წლის 1-ლი ივნისიდან აშშ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე მექსიკიდან და კანადიდან გადასახადებს ზრდის. ვაშინგტონის განცხადებით, აღნიშნული ზომები მიმართულია ამერიკელი მწარმოებლების მხარდასაჭერად. ფოლადზე გადასახადის ზრდა 25 პროცენტს, ალუმინზე კი 10 პროცენტს შეადგენს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე