იტალიაში პოლიტიკური კრიზისი დაძლეულია

საქართველო, თბილისი - 10:25 | 01.06.2018
ნანახია: 732

იტალიის პრეზიდენტმა სერჯიო მატარელამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იპოვა, რომელიც საპარლამენტო არჩევენბიდან 88-ე დღეს ახალი მთავრობის ფორმირებით დასრულდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე გახდა. მან მინისტრთა ახალი კაბინეტი ქვეყნის პრეზიდენტთან შეთანხმებით უკვე წარადგინა.

იტალიის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ენცო მოავერო-მილანეზი გახდება. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს კი პარტია „ლიგის“ ფედერალური მდივანი მატეო სალვინი დაიკავეს. ქვეყანაში ფიქრობენ, რომ სალვინი განსაკუთრებულ ყურადღებას არალეგალურ მიგრაციას მიაქცევს.

პარტია „ლიგის“ ლიდერი, ლუიჯი დი მაიო კი ეკონომიკური განვითარების და შრომის სამინისტროს ჩაუდგება სათავეში. რაც შეეხება ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის პოსტს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პოლიტიკოსები ჩიხში შეიყვანა, ამ თანამდებობას რომის უნივერსიტეტის პოლიტიკური ეკონომიკის პროფესორი, ჯოვანი ტრია დაიკავებს.

54 წლის ჯუზეპე კონტეს ახალი მთავრობა რომის დროით 17:00 საათზე დამტკიცდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე