მოკლული დავით სარალიძის ოჯახის მხარდამჭერი აქცია დღეს 16:00 საათზე განახლდება

საქართველო, თბილისი - 09:41 | 01.06.2018
ნანახია: 828

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის მხარდამჭერი აქცია დღეს 16:00 საათზე განახლდება. ამის შესახებ განცხადება, აქციის ორგანიზატორებმა გააკეთეს.

აქციას ასევე, შეუერთდებიან 51-ე სკოლის მოსწავლეები. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გახსნილია.

გუშინ პარლამენტის წინ აქციის მონაწილეები ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ფარგლებში კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვდნენ. 

მანამდე კი ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია პროკურატურასთან გაიმართა.

აქციის მონაწილეების ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას ირაკლი შოთაძის გადადგომა იყო, თუმცა შოთაძის გადადგომის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.

პროტესტი გუშინ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა. 

საქალაქო მოსამართლემ ერთი ბრალდებული დავით სარალიძესთან მიმართებაში, ხოლო მეორე ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში გაამართლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე