ხორვატიის პოლიციამ მიგრანტების ფურგონს ცეცხლი გაუხსნა

საქართველო, თბილისი - 18:00 | 31.05.2018
ნანახია: 809

ხორვატიის პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა მიგრანტებით სავსე ავტომანქანა, რომელიც ბოსნიიდან საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ცეცხლის გახსნის შედეგად მანქანა ავარიაში მოყვა. დაშავებულია ცხრა ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. ბავშვების მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური.

მძღოლი, რომელიც სავარაუდოდ ბოსნიელია, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„რამდენიმე გაფრთხილების მიუხედავად, მძღოლი არ გაჩერდა. მან ბლოკპოსტი გაიარა და პოლიციისკენ გაემართა. პოლიციის რეაქცია გამართლებული იყო, ისინი იძულებულები იყვნენ, ცეცხლი გაეხსნათ, რადგან მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა“ , -განაცხადა ქალაქ ზადარის პოლიციის უფროსმა რანკო დრაზინამ.

ფურგონში 29 ადამიანი იმყოფებოდა. ისინი ავღანელი და ერაყელი მიგრანტები არიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე