სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოსა და ლიტვას შორის სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს

საქართველო, თბილისი - 16:57 | 01.12.2015
ნანახია: 1700

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ლიტვის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში გიედრიუს პუოჯანუსს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფოსთვის აგრარული დარგის პრიორიტეტულობის საკითხი და ევროკავშირის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ოთარ დანელიამ ქვეყანაში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის, ფიტო სანიტარიული და მცენარეთა დაცვის მიმართულებების განვითარების პოტენციალზე ისაუბრა და გამოთქვა სურვილი, შემუშავდეს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის შემადგენლობაში მყოფი უწყებების თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამები.

ლიტვის ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მიერ აგრარული დარგის განვითარებისთვის ზუსტად განსაზღვრული პოლიტიკის მნიშვნელობას და აგროტურიზმისა და სასოფლო-სამეურნეო განვითარების კუთხით გამოცდილების გაზიარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე