#ნუმომკლავ - დღეს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში საპროტესტო აქციები გაიმართება

საქართველო, თბილისი - 17:13 | 31.05.2018
ნანახია: 1270

#ნუმომკლავ - ამ სახელწოდებით დღეს საქართველოს სამ დიდ ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში აქციები გაიმართება.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, ისინი საქალაქო სასამართლოში განვითარებული მოვლენების გააპროტესტებენ და ზაზა სარალიძეს სოლიდარობას გამოუცხადებენ.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძისა და ყველა პასუხისმგებელი პირის დასჯა და თანამდებობის დატოვება იქნება.

თბილისში აქცია პროკურატურასთან - 19:00 საათზე გაიმართება.

ბათუმში - ევროპის მოედანზე, 18:00 საათზე.

ქუთაისში - ცენტრალურ მოედანზე, 19:00 საათზე.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება დღეს გამოიტანა.

არასრულწლოვანი ბრალდებული გ.ბ. სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში გამართლდა, მაგრამ დამნაშავედ იქნა ცნობილი დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში. არასრულწლოვანი გ.ჯ. გამართლდა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში, მაგრამ დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე