საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ყველა შეკითხვას პასუხს გავცემ - მირზა სუბელიანი

საქართველო, თბილისი - 17:10 | 31.05.2018
ნანახია: 1048

მირზა სუბელიანი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის კითხვებს უპასუხებს, - ამის შესახებ მან "რუსთავი2"-ს განუცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საჯარო განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებს, რადგან საჯარო განცხადებებმა შესაძლოა ვითარება კიდევ უფრო გაამწვავოს.

"როგორც ჩემთვის ცნობილია, შეიქმნა დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია და შესაბამისად აღნიშნულ კომისიაზე გავცემ ყველა შეკითხვაზე პასუხს, ჩემი მხრიდან ამ ეტაპზე რაიმე საჯარო განცხადებამ შეიძლება უფრო გაამწვავოს შექმნილი მდგომარეობა, რის გამოც ბოდიშს გიხდით და საჯარო განცხადებებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ",- განაცხადა სუბელიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე