ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციას პრეზიდენტის შვილი შეუერთდა

საქართველო, თბილისი - 16:57 | 31.05.2018
ნანახია: 828

მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციას, სადაც ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებიან, პრეზიდენტის შვილი შეუერთდა.

როგორც ანა მარგველაშვილმა განაცხადა, მან საკუთარ თავზე გამოსცადა პროკურატურის უსამართლობა და მისი აქციაზე მისვლა ზაზა სარალიძისადმი სოლიდარობას უკავშირდება.

„ჩემი პროტესტის მთავარი მიზანი არის, რომ უსამართლობას აღვუდგენთ წინ. როგორც მე შემეხო ეს ამბავი და მე როგორც ვიდექი ამათ წინააღმდეგ, ისე ვუდგავარ ამ ადამიანს. იმიტომ, რომ სამართლიანობა აღდგეს,“-განაცხადა ანა მარგველაშვილმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე