ზაზა სარალიძემ 19:00 საათზე მასშტაბური აქცია დაანონსა

საქართველო, თბილისი - 16:11 | 31.05.2018
ნანახია: 708

ზაზა სარალიძემ 19:00 საათზე მასშტაბური აქცია დაანონსა.

"19:00 საათზე დამიდექით გვერდით, რომ ეს სისტემა დავანგრიოთ, ძირს ეს სისტემა,"- აღნიშნა სარალიძემ

მან ასევე მოუწოდა შს მინისტრს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის პირები, რომლებიც აქციაზე მისვლის პროცესში დააკავა და მოიტაცა. 

"მივმართავ შს მინისტრს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის პირები, ვინც დააკავა და მოიტაცა აქ მოსვლის პერიოდში,  ერთ საათში ჩემი მეგობრები იყვნენ ჩემ გვერდით,"- განაცხადა დავით სარალიძის მამამ.

„51-ე სკოლის ადმინისტრაციას მივმართავ, დაუყოვნებლივ გამოუშვას დატუსაღებული ბავშვები, რომლებსაც არ აძლევენ ჩემ და მისი მეგობრის გვერდით დგომის უფლებას,“- აღნიშნა სარალიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე