დანიის პარლამენტმა ნიქაბების ტარების აკრძალვას მხარი დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 15:57 | 31.05.2018
ნანახია: 864

დანიის პარლამენტმა საზოგადოებრივ ადგილებში თავსაბურავის ტარების, რომელიც სახეს ფარავს, აკრძალვის გაგრძელებას მხარი დაუჭირა.
თავსაბურავს, რომელიც სახეს სრულად ფარავს, მიეკუთვნება ნიქაბი, ბურკა, ბალაკლავა. ამ სახის თავსაბურავებიდან ქალს მხოლოდ თვალები უჩანს.

აკრძალვის დარღვევის პირველ შემთხვევაში პირი 157 დოლარით დაჯარიმდება, მაქსიმალურმა ჯარიმამ განმეორების შემთხვევაში შესაძლოა 1568 დოლარს მიაღწიოს.

გამონაკლისის სახით ჩაითვლება მხოლოდ მასკარადისა და სამუშაო ნიღბები, ასევე თავსაბურავები, რომელიც სახეს ყინვისგან იცავს.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე