51-ე სკოლის მოსწავლეები პროკურატურასთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ

საქართველო, თბილისი - 15:47 | 31.05.2018
ნანახია: 878

მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციას მოძრაობის "ნუ მომკლავ" წევრები და 51-ე სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ.

ახალგაზრდული მოძრაობა სწორედ დათო სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის შემდეგ დაფუძნდა.

მათი განცხადებით, შოთაძის მიერ შექმნილი უსამართლო სისტემა უნდა დაინგრეს.

"დათუჩას მკვლელები გარეთ დადიან, ამას დავუშვებთ?? 

ის 12 ჭრილობა, რაც დათუჩას მიაყენეს, მეც მომაყენეს და თითოეულ ჩვენს თანატოლს. 

არ დავუშვებთ მკვლელებმა გარეთ იარონ.

ძალა ახალგაზროდბაშია! ჩვენ ვართ ზაზას გვერდით უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში", - აცხადებენ ისინი.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა.

არასრულწლოვანი ბრალდებული გ.ბ. სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში გამართლდა, მაგრამ დამნაშავედ იქნა ცნობილი დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში. არასრულწლოვანი გ.ჯ. გამართლდა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში, მაგრამ დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე