სასამართლომ განაჩენი გამოუტანა პროკურატურის მიერ არასწორად და არაკომპეტენტურად ჩატარებულ გამოძიებას - ანა ნაცვლიშვილი

საქართველო, თბილისი - 15:07 | 31.05.2018
ნანახია: 813

საქართველოს მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მივიდა. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, სასამართლოს მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, მთავარი პროკურატურის მიერ არასწორი გამოძიების შედეგია.

ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ვინც სიტუაცია აქამდე მიიყვანა პასუხი უნდა აგოს. მისი თქმი​თ, არსებულ პირობებში დამოუკიდებელი გამოძიების იმედი ვერავის ექნება. მისივე განცხადებით, გამოძიება არ ხდება სწორი მიმართულებით.

"მოსამართლემ დაადასტურა, რომ ის პრეტენზიები და პასუხგაუცემელი კითხვები, რაზეც თვეების განმავლობაში საუბრობდნენ შვილმკვდარი მშობლები, რჩება. სასამართლომ დღეს განაჩენი გამოუტანა პროკურატურის მიერ არასწორად და არაკომპეტენტურად ჩატარებულ გამოძიებას და დაადასტურა ის რასაც თვეების განმავლობაში საუბრობდა დაზარალებული. ამაზე უნდა იყოს ადეკვატური რეაგირება, რაც გამოიხატება ცალკეული პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს,"-განაცხადა ანა ნაცვლიშვილი.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ირაკლი შოთაძის ბრიფინგს გაუგებარი უწოდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე