ბაბჩენკო შიშობს, რომ მასზე თავდასხმის მცდელობები ისევ განხორციელდება

საქართველო, თბილისი - 14:29 | 31.05.2018
ნანახია: 714

უკრაინაში მცხოვრები რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო, რომლის მკვლელობის ინსცენირება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოაწყო,რამდენიმე თვის შემდეგ  მასზე ახალ თავდასხმებს არ გამორიცხავს.
გუშინ მედიამ და უკრაინის ხელისუფლებამ ბაბჩენკოს მკველელობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის ცოცხალი იყო და მომხდარი სპეცსამსხურების მიერ იყო ინსცენირებული.

ხელისუფლების თქმით, ბაბჩენკოს „მკვლელობა“ სპეცოპერციის ნაწილი იყო, რათა ჟურნალისტზე თავდასხმა აღკვეთილიყო.

ბაბჩენკომ „გაცოცხლების“ შემდეგ Facebook-ზე რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მისი მკვლელობის დამკვეთებს „რამდენიმე თვე დასჭირდება ახალი სქემის შესაქმნელად, ახალი შემსრულებლისა და იარაღის მოსაძებნად, ფულის  შემოტანისა და სხვა ტექნიკურ დეტალებისთვის.“





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე