პროკურატურასთან ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად მოქალაქეები მივიდნენ

საქართველო, თბილისი - 13:37 | 31.05.2018
ნანახია: 643

პროკურატურასთან ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის წევრებისა და პოლიტიკოსების გარდა, მოქალაქეები მივიდნენ.

ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ,  რომლითაც ერთი ბრალდებული დავით სარალიძესთან მიმართებაში, ხოლო მეორე ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში გამართლდა, მთავარ საგამოძიებო უწყებასთან შეიკრიბნენ.

მოქალაქეები ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე