ინდოეთში სასიკვდილო ვირუსით ინფიცირებისგან დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 13:14 | 31.05.2018
ნანახია: 733

სასიკვდილო ვირუს ნიპაჰით დაავადების კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა სამხრეთ ინდოეთში. ამით დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა.

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს თანხმად, სასიკვდილო ინფექციას 28 და 56 წლის მცხოვრები ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ნიპაჰი 1998 წელს მალაიზიაში კამპუნგ სუნგაი ნიპაჰის რეგიონში გამოვლინდა. მაშინ ინფექციის  შეალედური მატარებლები ღორები იყვნენ. თუმცა ვირუსის შემდგომი აფეთქებისას შუალედური მატარებლები აღარ ყოფილან.

2004 წელს ვირუსით მასობრივი დაინფიცირება ბანგლადეშში დაფიქსირდა, სადაც ადამიანები საკვებში პალმის წვენს იყენებდნენ, რომელიც დაინფიცირებული იყო ღამურებისგან. შედეგად დაფიქსირდა ვურუსის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე, მათ შორის ინდოეთის საავადმყოფოში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე