სოფო კილაძე ზაზა სარალიძეს 2 ივნისს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 12:40 | 31.05.2018
ნანახია: 653

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს, შაბათს - 2 ივნისს, შეხვდება.

ამის შესახებ განცხადება სოფო კილაძემ ჟურნალისტემ გააკეთა და აღნიშნა, რომ ზაზა სარალიძესთან ეს შეხვედრა შეთანხმებულია. „კითხვები ნამდვილად აქვს ოჯახს და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვალდებულები ვართ, თითოეულ ადამიანს მივაქციოთ ყურადღება, მით უფრო, როდესაც საქმე ასეთ ტრაგედიას ეხება. ამიტომ, ჩვენ შეთანხმებული ვართ ბატონ ზაზასთან და კომიტეტის ფარგლებში, შაბათს, როდესაც ჩავალთ თბილისში, აუცილებლად შევხვდებით მას და მოვისმენთ მისგან დეტალებს და კითხვებს. ჩვენ გვერდით დავუდგებით ამ ადამიანს, რომ დავეხმაროთ ჭეშმარიტების მოძიებაში,“ – განაცხადა სოფო კილაძემ. რაც შეეხება საპარლამენტო კომისიის შექმნას, სოფო კილაძის თქმით, კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბარი ნაადრევია.

„ვიდრე არ შევხვდებით ადამიანს და შემდგომ, არ გვექნება კომუნიკაცია პროკურატურასთან, წინაწარ ვერ ვიტყვით. მნიშვნელოვნია, გავერკვეთ და მის შემდეგ შეგვეძლება კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვა,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე