ბელგიაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

საქართველო, თბილისი - 11:07 | 31.05.2018
ნანახია: 672

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ბელგიის ქალაქ ლიეჟში მომხდარ სროლაზე პასუხისმგებლობა აიღო.

ტერორისტებმა თავდამსხმელს „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ჯარისკაცი უწოდეს.

სამშაბათს დანით შეიარაღებული პირი ლიეჟში საბუთების შემოწმებეის დროს თავს დაესხა ქალ პოლიციელს, ცეცხლსასროლი იარაღი წაართვა და ორივე პოლიციელი მოკლა. მან ასევე მოკლა სიახლოვეს გაჩერებულ ავტომობილში მყოფი ერთი ადამიანი.

პოლიციამ თავდამსხმელის ლიკვიდირება მოახდინა, ნელგიური მედიის ცნობით, ლიეჟში თავდამსხმელი 36 წლის ბენჟამენ ერმანი იყო.

ბელგიის პროკურატურა მომხდარს ტერაქტად აფასებს.

მოგვიანებით ასევე ცნობილი გახდა, რომ ერმანმა ლიეჟის თავდასხმამდე კიდვ ერთი დანაშაული ჩაიდინა. მან მარშ-ან-ფამენის კომუნაში 30 წლის მამაკაცი მოკლა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე