ბაბჩენკო ცოცხალია - რუსი ჟურნალისტის მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურების ინსცენირება აღმოჩნდა

საქართველო, თბილისი - 09:54 | 31.05.2018
ნანახია: 674

კიევში რუსი ჟურნალისტის არკადი ბაბჩენკოს მკვლელობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უკრაინული სპეცსამსახურების ინსცენირება აღმოჩნდა.

მანამდე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მიიღო ინფორმაცია ჟურნალისტის მკვლელობის მომზადების შესახებ, რომელიც სპეცსამსხურების მიერ აღიკვეთა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ უკრაინის შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაბჩენკო კიევში საკუთრ სახლში მოკლეს.

მისი განცხადებით, ბაბჩენკო მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც მას ზურგში რამდენჯერმე ესროლეს.

უკრაინის პრემიერმა ვლადიმერ გროისმანმა მომხდარში რუსეთი დაადნაშაულა. „რუსულმა ტოტალიტარულმა მანქანამ მას(ჟურნალისტს) არ აპატია სამართლიანობა და პრინციპულობა“, - განაცხადა გროისმანმა.  

ოპერაციას უკრაინული მხარე ორი თვე ამზადებდა. თავად ჟურნალისტი საქმის კურსში ერთი თვის წინ ჩააყენეს. ბაბჩენკო კრემლის ოპონენტ ჟურნალისტთა შორისაა.

ყოფილი ჯარისკაცი და ჩეჩნეთის ორივე ომის მონაწილე, ბოლოს სამხედრო ჟურნალისტი გახდა. ის აშუქებდა რუსეთ საქართველოს აგვისტოს ომს, ბოლოს კი კონფლიქტს აღმოსავლეთ უკრაინაში. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე