თურქეთში ბრიტანელი ტურისტები გარდაცვლილები იპოვეს

საქართველო, თბილისი - 16:44 | 30.05.2018
ნანახია: 762

თურქეთში კურორტ ფეთხიეს მახლობლად ბრიტანელი ტურისტები, ქალი და მამაკაცი გარდაცვლილები იპოვეს. წერს გაზეთი „The Sun“.

ტურისტები კემპინგის ტერიტორიაზე კარავში აღმოაჩინეს. ძალადობის კვალი სხეულზე არცერთს არ აღენიშნებათ. გარდაცვალების მიზეზებს სასამართლო ექსპერტიზა დაადგენს.

ტურისტები კამპინგის თანამშრომლებმა იპოვეს. მათ ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც 51 წლის კაცი და 46 წლის ქალი ორი დღის განმავლობაში კურორტის ტერიტორიაზე არ ჩანდნენ. გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე