რძის პროდუქტების გადაჭარბებულმა მიღებამ შესაძლოა, ადრეული სიკვდილი გამოიწვიოს

საქართველო, თბილისი - 00:04 | 21.09.2015
ნანახია: 2492

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ნაღების, ყველის, ნაღების კარაქის, ნაყინისა და შედედებული რძის გადაჭარბებულმა მიღებამ, შესაძლოა, ადრეული სიკვდილი გამოიწვიოს. ექსპერტთა განცხადებით, ეს განსაკუთრებით ქალებს ეხება, რომლებიც სარძევე ჯირკვლების ავთვისებიანი სიმსივნით იტანჯებიან.

ამერიკელმა მეცნიერებმა ცხიმიანი რძის პროდუქტებსა და სიმსივნით გამოწვეული სიკვდილის მაღალ რისკს შორის კავშირი აღმოაჩინეს. რძის პროდუქტების მოქმედება ქალის სქესობრივ სტეროიდულ ჰორმონზე _ ესტროგენზეა დამოკიდებული. რძის პროდუქტებში ესტროგენის შემცველობა ძალიან მაღალია, რადგან ფერმებში რძეს ხშირად მაკე ძროხებისგან იღებენ.

მეცნიერთა კვლევის მიხედვით, ქალებში, რომლებიც ყოველდღიურად ერთ ან მეტ ულუფა ცხიმიანი რძის პროდუქტს იღებდნენ, კიბოთი გამოწვეული სიკვდილი 49 პროცენტით მაღალი იყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე