აშშ პოლონეთში სამხედრო ტექნიკას განათავსებს

საქართველო, თბილისი - 15:20 | 30.05.2018
ნანახია: 765

აშშ სამხედრო ტექნიკას პოლონეთში გდინიას პორტში განათავსებს.

ამერიკის არმიის 598-ე სატრანსპორტო ბრიგადამ ხელი მოაწერა კონტრაქტს გდინიას პორტში კომპანია Baltic Container Terminal-თან.

ტვირთის მოცულობა იმდენად დიდია, რომ  განსათავსებლად სამი ფებურთის მოედნის ფართობის ტერიტორია დასჭირდება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოცემული ნაბიჯი აშშ-ის სამხედრო ეროვნული ინტერესების დაცვისთვის არის აუცილებელი.

მანამდე პოლონეთის ხელისუფლებამ აშშ-ის შესთავაზა ქვეყანაში ჯავშანსატანკო დივიზიის განთავსება და ამ მიზნებისთვის ორ მილიონამდე დოლარის გამოყოფა. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე