იყო რამდენიმე განადგურებული მანქანა, ძალიან ბევრი გარდაცვლილი, დამწვარი ხალხი - ბაბჩენკო აგვისტოს ომს იხსენებდა

საქართველო, თბილისი - 14:19 | 30.05.2018
ნანახია: 803

29 მაისს რუსმა ჟურნალისტმა არკადი ბაბჩენკომ თავისი სიცოცხლის ბოლო წუთებში საკუთარ “Facebook”-ზე 2015 წელს გამოქვეყნებული პოსტი გააზიარა. უკვე საღამოს ის საკუთარ სახლში, კიევში მოკლეს.

„მე გადავრჩები. გადავიტან ყველა მათ ომს. გადავიტან დონბასს, ჩეჩნეთის მესამე ომს და ყველა სხვა ახალ ლოკალურს, რომელთა გაჩაღებას ისინი კიდევ მოასწრებენ აგონიაში. გადავურჩები პუტინიზმს, კადიროვშინას, რუსულ ბუნტს უაზროსა და უმოწყალოს, რომლისკენაც ისინი ასე ჯიუტად უბიძგებენ ქვეყანას… გადავურჩები ყველა მათ ანტიმაიდანს, ვიცოცხლებ იმაზე დიდხანს, ვიდრე „ქირურგი“, მილონოვი, მიზულინა და ლავროვი ერთად აღებული. ვიცხოვებ დიდხანს… და მოვკვდები 96 წლის ასაკში, საკუთარ საწოლში 12 შვილიშვილისა და 40 შვილთაშვილის გარემოცვაში“ – წერს სამხედრო ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო 2015 წლის აპრილის მოგონებებში. ის ამ პეერიოდში ჯერ კიდევ რუსეთში ცხოვრებდა.

ამ წერილის გამოქვეყნებიდან ორ წელიწადში ის იძულებული გახდა, რუსეთი დაეტოვებინა. მიზეზად მის მიმართ დევნა დასახელდა. ის კიევში 2017 წლის აგვისტოდან ცხოვრობდა.

2017 წლის აგვისტოში „რადიო თავისუფლების“ რუსულენოვან ბიუროსთან ინტერვიუში არკადი ბაბჩენკომ აგვისტოს ომის მძიმე დღეები გაიხსენა.

„რა თქმა უნდა, ყველაზე მძიმე 10 და 11 აგვისტო იყო. ცხინვალში მშვიდობისმყოფელების შტაბი მდებარეობდა, სადაც ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. გამოვედი შტაბიდან, ვხედავ, დგას კოლონა… ვხედავ სხედან ჩეჩნები. ვეუბნები: „საით, ბიჭებო?“, ისინი მეუბნებიან: „თამარაშენის გასაწმენდად, ოთხი საათით“. ვეუბნები: „შეიძლება თქვენთან ერთად?“, ისინი: „დაჯექი, რა თქმა უნდა“. მე ტანკზე შევხტი და მათთან ერთად წავედი. თუმცა აღმოჩნდა, რომ არანაირი თამარაშენის გასაწმენდად ჯარი არ მიდიოდა, ის გორის დასაკავებლად წავიდა. ეს უკვე საქართველოს სიღრმეში მარში იყო. მივედით სოფელ ზემო ნიქოზამდე – ასეთი სოფელია გორსა და ცხინვალს შორის. როგორც ყოველთვის, ისევ გამოვტოვეთ მოსახვევი. ჯარი იქ არ უნდა შესულიყო, უნდა შემოევლო. თუმცა რუკები არ არის, არაფერი არ არის, არავინ არაფერი იცის. რუკები ძველია. შევედით სოფელში. კოლონა ალყაში აღმოჩნდა. იყო ბრძოლა. იყო საკმაოდ სერიოზული ბრძოლა. ჩემი აზრით, იყო 13 გარდაცვლილი, დაწვეს ტანკი, ორი ჯავშანტრანსპორტიორი, ორი კამაზი თუ „ურალი“. სერიოზული ბრძოლა იყო, იქ ერთი დღე-ღამე გავატარეთ. მეორე დილით წავედით გორში, წავაწყდით ქართულ განადგურებულ კოლონას, რომელიც უკვე ჩვენი კოლონის სათავო ნაწილის ალყაში აღმოჩნდა. იყო რამდენიმე განადგურებული მანქანა, ძალიან ბევრი გარდაცვლილი, დამწვარი ხალხი. მივედით გორამდე. და ამ დროს ჩამოფრინდა სარკოზი, მედვედევს შეუთანხმდა და ომი გააუქმეს. ეს ორი დღე, რა თქმა უნდა, ყველაზე მძიმე იყო“, – იხსნებდა ბაბჩენკო.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო გუშინ ღამით საკუთარ სახლში მოკლეს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე