„ქართული ოცნება“ 27%, „ნაციონალური მოძრაობა“ 17%, „ევროპული საქართველო“ 7% - IRI-ს კვლევა

საქართველო, თბილისი - 12:43 | 30.05.2018
ნანახია: 897

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 27% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა.

კითხვაზე – „რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას, საპარლამენტო არჩევნები რომ მომდევნო კვირას ტადებოდეს და შემდეგი პოლიტიკური პარტიები მონაწილეობდნენ“ – გამოკითხულთა 27 პროცენტმა „ქართული ოცნება“ დაასახელა; 17-მა პროცენტმა „ნაციონალური მოძრაობა“; მესამე ადგილზე 7 პროცენტით „ევროპული საქართველოა“.

გამოკითხულთა 5 პროცენტი ხმას „ლეიბორისტულ პარტიას“ მისცემდა; 4 პროცენტი  „პატრიორტთა ალიანსს“ ; 3 პროცენტი – „დემოკრატიულ მოძრაობა-ერთიან საქართველოს“; 2 პროცენტი – „ახალი საქართველო“; 1 პროცენტი – „თავისუფალი დემოკრატები“; 1 პროცენტი  – „გირჩი“.

კვლევის მიხედვით, ჩამოთვლილთაგან არც ერთ პარტიას ხმას არ მისცემდა გამოკითხულთა 19 პროცენტი; 14 პროცენტმა კი – არ იცის/პასუხი არ აქვს.

ცნობისთვის, კვლევა ჩაატარა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონდე 1 500 საქართველოს მოქალაქე. რესპონდენტთა​ გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე