ძლიერმა ქარმა გურიის რამდენიმე სოფელი დააზიანა

საქართველო, თბილისი - 09:48 | 30.05.2018
ნანახია: 837

ძლიერმა ქარმა გურიაში პრობლემები შექმნა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკადულში წაქცეული ხე ელექტროსადენს დაეცა და დააზიანა.

შედეგად სამი სოფელი რამდენიმე საათის განმავლობაში უშუქოდ დარჩა. როგორც "ენერგო-პრო ჯორჯიაში" განმარტეს, პრობლემა უკვე მოგვარებულია და ყველა გათიშულ აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა.

ქარმა ასევე დააზარალა სოფელი ერკეთსიც. სტიქიის გამო გარკვეული პერიოდი დენის გარეშე იყო დარეჩენილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელიც.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე