ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო დღეს განაჩენის გამოსატანად გავა

საქართველო, თბილისი - 09:45 | 30.05.2018
ნანახია: 987

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმე დასასრულს უახლოვდება. სასამართლო პროცესზე დღეს დასკვნით სიტყვას დაასრულებს დაცვის მხარე. ადვოკატების შემდეგ რეპლიკის საშუალება ექნებათ არასრულწლოვან ბრალდებულებს. ამის შემდეგ სასამართლო განაჩენის მისაღებად გავა. ვერდიქტი კვირის ბოლომდე უნდა იყოს. გუშინ პროკურატურამ მტკიცებულებათა ნაწილი გაასაჯაროვა, რამაც ბრალდებულთა ადვოკატებისა და ზაზა სარალიძის უკმაყოფილება გამოიწვია.

"ჩვენ კატეგორიულად შევებრძოლებით და შევეწინააღმდეგებით რომ კონკრეტულ პირებს მიაწერონ ის დანაშაული, რომელიც სხვა პირებმა ჩაიდინეს, რომელიც დღეს არ არიან დასჯილები,"-აცხადებს ტარიელ კაკაბაძე. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე