ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვისა და ტარებისთვის სანქციები მკაცრდება

საქართველო, თბილისი - 14:27 | 29.05.2018
ნანახია: 1024

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვისა და ტარებისთვის სანქციები მკაცრდება. შესაბამის ცვლილებას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს წარუდგენს.

შს მინისტრის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ტარება არის მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელიც მკაცრად დაისჯება თავისუფლების აღკვეთით და ასევე, აქამდე არსებული რედაქციისგან განსხვავებით, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა და შენახვაც გახდება მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელიც საკმაოდ მკაცრად დაისჯება - თავისუფლების აღკვეთით.

მისი თქმით, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა 3-დან 6 წლამდე, ხოლო ტარება 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

„საკმაოდ გახშირებულია ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტები და ამ იარაღის გამოყენებით ცალკეული დანაშაულების ჩადენა. შესაბამისად, ჩვენ აღნიშნული წინადადება დავაყენეთ“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე