მარიამ ჯაში სკოლებში რელიგიის სწავლებას მიესალმება

საქართველო, თბილისი - 13:02 | 29.05.2018
ნანახია: 803

„რელიგიების სწავლებას სკოლებში მივესალმები, რადგან თანამედროვე სამყაროში რელიგიების სახელით წარმოებული კონფლიქტების პირობებში უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს თეოლოგიის საწყისებში ჰქონდეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნდამენტი ცოდნის თვალსაზრისით,“ - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა, ჟურნალისტებს კითხვის პასუხად გააკეთა.

"რელიგიების სწავლებას სკოლებში მივესალმები, რადგან თანამედროვე სამყაროში რელიგიების სახელით წარმოებული კონფლიქტების პირობებში უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს თეოლოგიის საწყისებში ჰქონდეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნდამენტი ცოდნის თვალსაზრისით. სამუშაო პროცესში უშუალოდ ჩართული არ ვიქნები, თუმცა არაერთხელ დამიდასტურებია ჩემი მზაობა, განვიხილო ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც შეიმუშავებს სამუშაო ჯგუფი და ხელი შევუწყო, როგორც განათლების სისტემას, ასევე სხვადასხვა კონფესიებს და ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიას, რომ სწორი ინფორმაცია პედაგოგების მეშვეობით მივაწოდოთ ბავშვებს სკოლებში განათლების სამინისტროს სტრუქტურისა და სისტემის ფარგლებში," - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მან ასევე განაცხადა, რომ რელიგიების ისტორიები სკოლებში შესაძლოა, ჰუმანიტარული მიმართულების პედაგოგებმა ასწავლონ, თუმცა აღნიშნა, რომ მათ განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული გადამზადების სპეციალური კურსი უნდა გაიარონ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე