Express Bank-ის დეკემბრის თვის შეთავაზება - ისარგებლეთ უფასო კრედიტით და მიიღეთ საჩუქრად განახლებული Express Card-ი

საქართველო, თბილისი - 13:54 | 01.12.2015
ნანახია: 1862

Express Bank-ი, ყველაზე მარტივი ბანკი, მომხმარებელს, შესაძლებლობას აძლევს შეხვდეს ახალ წელს მეტი თანხით და 3 ნულის აქციას სთავაზობს. მას, ვისაც ჯერ არ უსარგებლია Express კრედიტით და 31 დეკემბრის ჩათვლით პირველად ისარგებლებს, არ გადაიხდის კრედიტის გაცემის, პირველი თვის და წინასწრების დაფარვის საკომისიოს. მაგალითისთვის, თუ მომხმარებელი აიღებს 500 ლარის ოდენობის Express კრედიტს, თანხას არ მოაკლდება გაცემის საკომისიო და ერთ თვეში თანხის დაბრუნების შემთხვევაში, დააბრუნებს ზუსტად 500 ლარს. ამასთან, მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს Express Card-ს.

მომხმარებელს Express კრედიტით სარგებლობა მარტივად, საქართველოს მასშტაბით Express Bank-ის 110 სერვისცენტრში შეუძლია. Express კრედიტის მაქსიმალური ლიმიტი 700 ლარია.

Express Bank-ის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ყოველ თვე ისარგებლოს ახალი, უნიკალური შეთავაზებით. დამატებითი ინფორმაციისთვის ExpressBank-ის მომსახურების შესახებ, ეწვიეთ: www.ebank.ge




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე