"იმერულ ეზოში" მოწამლული 9 ადამიანი ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

საქართველო, თბილისი - 11:34 | 29.05.2018
ნანახია: 862

მიგრანტ მამუდუ გასამას მიერ პარიზში გადარჩენილი ბიჭის მამას, პატიმრობა ემუქრება. იმის ნაცვლად, რომ მსს ბავშვისთვის ყურადღება მიექცია, მაღაზიაში Pokemon Go-ს სათამაშოდ   წავიდა. ამ დროს მისი ოთხი წლის ბავშვი აივანზე გავიდა და მოაჯირზე აძვრა, ბიჭი სიკვდილს მამუდუმ გადაარჩინა, რომელიც შენობაზე სპაიდერმენივით აცოცდა და ბავშვი გარდუავლი საფრთხისგან იხსნა.  მამაკაცი მშობლის მოვალეობის შეუსრულებლობაში დაადანაშაულეს.

 პროკურორის თქმით, ის განადგურებულია, რადგან გააცნობიერა ის ტრაგიკული შედეგები, რითიც შესაძლოა, ინციდენტი დასრულებულიყო.

ბიჭის მამას ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემურქება. დაკითხვის შემდეგ ის გაათავისუფლეს. სასამართლო მოსმენა სექტემბერში დაიწყება.

მამუდუ გასამას, რომელიც პარიზში რამდენიმე თვის წინ მალიდან ჩავიდა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გმირობისთვის ქვეყნის მოქალაქეობა მიანიჭა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე