საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს მოქალაქეობის აღსადგენად ვადა ეძლევათ

საქართველო, თბილისი - 16:46 | 28.05.2018
ნანახია: 875

“მოქალაქეობის შესახებ“ კანონით ის პირობები დგინდება, რა შემთხვევაშიც საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებისას, საქართველოს მოქალაქეობის შეინარჩუნებს. ამასთან, ასევე გათვალისწინებულია პირობები მოქალაქეობადაკარგული პირებისთვის აღდგენის პირობები.

კანონპროექტი, რომელიც არსებული კანონის კონსტიტუციის ახალი რედაქციის პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს, დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა. სხვა საკითხებთან ერთად, კანონპროექტში სიახლეს წარმოადგენს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლება.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგა, უფლება ეძლევა, კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის ვადაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით მიმართოს. აქამდე, მათ, ვინც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო, დაკარგა, სურვილის შემთხვევაში, თვიდან უნდა მიეღოთ, რაც საკამოდ რთულ პროცედურებთან არის დაკავშირებული.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე