საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ შეძენილია თითქმის 180- ათასლარიანი მანქანა -IDFI

საქართველო, თბილისი - 13:14 | 28.05.2018
ნანახია: 783

ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ კითხვები გვაქვს ზოგიერთი ხარჯის რაციონალურობაზე. მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ შეძენილია თითქმის 180-ათასლარიანი მანქანა, - ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი ბერაიამ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციისას განაცხადა. 

მისი თქმით, მონიტორინგის შედეგად სასამართლო საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა.

"მაგალითად, ეს შეეხება საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს, მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების გაუმჭვირვალობას. ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ჩვენ კითხვები გვაქვს ზოგიერთი ხარჯის რაციონალურობაზე. მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ შეძენილია თითქმის 180- ათასლარიანი მანქანა.

სასამართლოს საქმიანობის გარდა, ჩვენ ასევე განვახორციელეთ საკონსტიტუციო სასამართლოს კანონმდებლობის ანალიზი და მოვამზადეთ კანონპროექტი იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რაც ჩვენი აზრით, კანონმდებლობაში არსებობს. დღეს ამ კანონპროექტს გადავუგზავნით პარლამენტს, რომელიც იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს კანონმდებლობის რეფორმას უახლოეს მომავალში დაიწყებს", - განაცხადა გიორგი ბერაიამ.

ღონისძიებას ესწრებოდა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე