პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების ისტორიულ საათს თბილისის გარდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქში აღნიშნავენ

საქართველო, თბილისი - 13:10 | 26.05.2018
ნანახია: 948

17:10 წუთზე,ზუსტად იმ დროს, როცა,ნოე ჟორდანიამ, 100 წლის წინ  საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, ამერიკის, ევროპის და ახლო აღმოსავლეთის  ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური მისიებისა  და ქართული დიასპორის წარმომადგენლები შეიკრიბებიან ადგილსამყოფელი ქვეყნის  ღირსშესანიშნაობასთან და საქართველოს მოსახლეობას  მიულოცავენ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების 100 წლისთავს  და დამოუკიდებლობის გამოცხადებას.

აღსანიშნავია, რომ 26 მაისს საქართველოს დროშის ფერებში ნათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობები. სლოვენიაში, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდა ლიუბლიანას ციხე-სიმაგრე; ლიტვაში, ვილნიუსის ცენტრალური ხიდი და ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა - სამი ჯვრის მონუმენტი. თურქეთში, ქალაქ ანკარაში განათდება ე.წ. "ანკარის ტყუპი ცათამბჯენი”, ასევე განათებული იქნება საუდის არაბეთში რიადის ორი ცათამბჯენი, კორეაში სეულის მუნიციპალიტეტის, პორტუგალიაში ლისაბონის მერიის და ესტონეთში საქართველოს საელჩოს შენობები. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე