აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველო, თბილისი - 13:04 | 26.05.2018
ნანახია: 903

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც პომპეო აღნიშნავს, ბოლო 27 წლის განმავლობაში საქართველომ მიაღწია შთამბეჭდავ პროგრესს ეკონომიკისა და დემოკრატიის მშენებლობაში. 

„წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლისთავი აღინიშნება. საქართველო 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შეერთებული შტატების ახლო მეგობარი და ღირებული პარტნიორია. ბოლო 27 წლის განმავლობაში საქართველომ მიაღწია შთამბეჭდავ პროგრესს ეკონომიკისა და დემოკრატიის მშენებლობაში. ქართველებს ასევე ღირებული წვლილი შეაქვთ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, მათ შორის ავღანეთში მსახურებით, სადაც ისინი ამერიკელებთან გვერდიგვერდ დგანან. ეს მიღწევები შეუძლებელი იქნებოდა ქართველი ხალხის თავდადებისა და არაერთი მსხვერპლის გარეშე“, - ნათქვამია მაიკ პომპეოს განცხადებაში.

მისივე თქმით, აშშ ამაყობს საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებით, ნატოს წევრობის, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გაგრძელებით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე