მანანა კობახიძე: პარტიების გადასაწყვეტია, დარჩებიან თუ გავლენ კოალიციიდან

საქართველო, თბილისი - 13:02 | 01.12.2015
ნანახია: 2001

საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები, რომლითაც 73 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრები იცვლება, პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტის მიხედვით, თბილისში, 10 მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად, 18 მაჟორიტარული ოლქი შეიქმნება. საქართველოს დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მათი გაერთიანების, ან გაყოფის, ან მუნიციპალიტეტთან სხვა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიერთების გზით 42 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება, ხოლო 13 მუნიციპალიტეტის (საგარეჯოს, გურჯაანის, ახმეტის, ხაშურის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, მესტიის, საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს, სენაკის, ქალაქ ზუგდიდის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტები) საზღვრები თანხვედრაში იქნება მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებთან.
მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ცვლილების შემდეგ, მიღწეული იქნება ხმათა თანაბარწონადობა და ამით საარჩევნო კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვა როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან.

ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, „პრაიმნიუსჯორჯია“ პარლამენტის ვიცე-სპიკერს, მანანა კობახიძეს ესაუბრა: 

-საარჩევნო კოდექსში შეასატანი ცვლილებების განხილვა პარლამენტში ჯერ არ დაწყებულა, თუმცა, თქვენი ოპონენტები უკვე ამბობენ, რომ ხელისუფლება საარჩევნო კოდექსის საკუთარ თავზე მორგებას ცდილობს. რას გულისხმობენ, თუ იცით, ან რა შეიძლება საარჩევნო ოლქების გამსხვილება-დაყოფამ ხელისუფლება მომგებიან პოზიციაში ჩააყენოს?

- ამომრჩევლისთვის გასაგები რომ იყოს, ვიტყვი, წლების განმავლობაში ჩვენი საარჩევნო ოლქების საზღვრები ისე ჩამოყალიბდა, რომ ისინი ბუნებრივ რეგიონალურ და მუნიციპალურ საზღვრებთან იყო მიბმული. საარჩევნო ოლქი პრინციპში გაიგივებული იყო მუნიციპალიტეტის საზღვრებთან. უფრო გასაგები რომ იყოს, მაგალითად, ჩოხატაურში საარჩევნო ოლქის საზღვრები ემთხვეოდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საზღვრებს, ყაზბეგის საარჩევნო ოლქი კი, - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საზღვრებს. წლების განმავლობაში არჩევნები ასე ტარდებოდა, მაგრამ იცით, რომ მოსახლეობა არათანაბრად გადანაწილებულია და თუკი, მთიან მუნიციპალიტეტში შეიძლება 2 ათასი ამომრჩეველი იყოს, ამ დროს გლდანში გვყავს 100 ათასი და მეტი. ამ დროს მანდატის წონა არის თანაბარი, ანუ იგივე ყაზბეგსაც ერთი მაჟორიტარი ყავს და ქუთაისსაც, სადაც მნიშვნელოვანი სხვაობაა ამომრჩევლის რაოდენობას შორის. სადეპუტატო მანდატის წონის უთანაბრობა პრაქტიკულად კონსტიტუციის დარღვევას იწვევდა. საკონსტიტუციო სასამართლომ საარჩევნო ოლქებს შორის დისბალანსი არაკონსტიტუციურად სცნო და დაგვავალა, რომ საარჩევნო კოდექსში გავასწოროთ ოლქების გადანაწილების მარეგულირებელი ნორმები და იმგვარად განისაზღვროს საარჩევნო ოლქები, რომ მაქსიმუმ 15%-ზე მეტი ან ნაკლები სხვაობა არ იყოს. შედარებით ნორმალურია 10% სხვაობა, მაგრამ გამონაკლის შემთხვევაში ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით შეიძლება დაშვებული იყოს 15%-ანი სხვაობები საარჩევნო ოლექბს შორის. თუკი, ეს არ იქნება დაცული, მაშინ პირდაპირ გეტყვით, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები დადგება რისკის ქვეშ და შეიძლება არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი მთელი შედეგები. ამიტომ, ჩვენ ვალდებული ვართ, საარჩევნო კოდექსი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ჩვენ უნდა შევთავაზოთ გარკვეულწილად საარჩევნო ოლქების ახლებური გადანაწილება, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში არ დაემთხვევა მუნიციპალიტეტების საზღვრებს, მაგრამ ეს არ არის ტრაგედია. ბევრი ქვეყანა არსებობს, სადაც მუნიციპალიტეტების საზღვრები საარჩევნო ოლქებს არ ემთხვევა და ეს არანაირ პრობლემას არ ქმნის, ამომრჩეველმა იცის, სად უნდა მივიდეს და მისცეს ხმა. შესაძლოა, ეს სასიამოვნო პროცესი არ არის, რადგან წლების განმავლობაში ადამიანები მიჩვეული არიან, რომ პირდაპირ არიან დაკავშირებული საკუთარ მუნიციპალიტეტთან და იმ გეოიგრაფიულ საზღვარში აძლევენ ხმას, იქ ირჩევენ მაჟორიტარს და ახლა მისი შეცვლა, უხერხულობას გამოიწევევს, მაგრამ სხვა შესაძლებლობა არ გვაქვს. სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ საკონსტიტუციო სასამრთლოს გადაწყვეტილება არ უნდა აღვასრულოთ.

- ვინც მიიჩნევს, რომ ამ სახის ცვლილების განხორცილებეაში ხელისუფლების ინტერესი დევს, იმან არ იცის, რომ ეს საკონსტიტუციო გადაწყვეტილების მოთხოვნაა?

- პოლიტიკურად შესაძლებელია, რომ ყველაფერი თქვა, მაგრამ ვინც ამას ამბობს, ძალიან კარგად იცის, რომ აღნიშნული ცვლილება პირდაპირ კავშირშია საკონსტიუტუციო სასამრთლოს გადაწყვეტილებასთან, იმის მიუხედავად, მოგვწონს თუ არა. იგივეს ეუბნებოდა ვენეციის კომისია ყველა წინა ხელისუფლებას.

- რატომ მოვიდა ეს პრობლემა დღემდე, თუკი ასეთი ხარვეზი არჩევნების შედეგის არალეგიტიუმურობას განსაზღვრავს, გამოდის რომ ამ ქვეყანას ლეგიტიმური ხელისუფლება არასდროს ჰყოლია?

- საინტერესო შეკითხვაა. რატომ მოვიდა დღემდე, ვინც კი ხელისუფლებაში იყო ჩვენამდე, იქნებოდა „მოქალაქეთა კავშირი“ თუ „ნაციონალური მოძრაობა“, არც ერთმა ხელიუფლებამ ეს ხარვეზი ვერ და არ გაასწორა. ამის მიზეზი შეიძლება იყო ის, რომ მათთვის არაპოპულარული იქნებოდა ამ საზღვრების შეცვლა. აღნიშნული სისტემა, სადაც მნიშვნელოვანი და არსებითი სხვაობა იყო ხმების რაოდენობაში, რაც მანდატების უთანაბრობაზე აისახებოდა, წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა. კითხეთ და გაგცენ პასუხი, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რატომ არ გაასწორეს ეს ხარვეზი და ახლა ჩვენ გვსაყვედურობენ, ამას რატომ ვაკეთებეთ, მითუმეტეს, რომ საკონსტიუტუციო სასამართლო და ვენეციის კომისია გვავალებს, რა თქმა უნდა, არასწორია. რაც შეეხება სისტემის შეცვლას, რომ საარჩევნო სისტემა ჩამოყალიბედს, როგორც პროპორციულ - რეგიონული, ამასაც პოლიტიკური კონსესუსი სჭირდება. ძალიან რთულია, დღეს ყველა მაჟორიტარი დაითანხმო, რომ მაჟორისტარული სისტემა ხვალიდან გაუქმდეს. რაც ვერ მოახერხა ვერც ერთმა ხელისუფლებამ, ჩვენ ეტაპობრივად ვაკეთებთ და ახლა პირდაპირ, ერთი ხელის მოსმით ამ სისტემის გაუქმება ნამდვილად რთულია. ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ ჩვენს ოპონენტებს, რომ რაც ვერ მოთხოვეს „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ მიმართულებით, ჩვენ ეტაპობრივად ვაკეთებთ. 2016 წლის შემდომი არჩევნები პროპორციული სისტემით ჩტარდება, ხოლო 2016 წელს ისევ შერეული სისტემა იქნება, როგორც კონსიტუციაშია გაწერილი. 75 აირჩევა პროპორციული და 73-მაჟორიტარული წესით, მხოლოდ მაჟორიტარული მანდატები იქნება თანაბარი წონის და აღარ იქნება საგანგაშო, რომ ერთ დეპუტატს 2000 ამომრჩეველი ირჩევს, მეორეს- 100 ათასი და ამ დროს მათ ერთნაირი უფლებები, სტატუსი აქვთ.

- რამდენიმე წლის წინათ, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე საუბარი მისი უარყოფითი მხარეების გამო დაიწყო. როგორია პირადად თქვენი მოტივაცია მისი გაუქმების აუცილებლობასთან დაკავშირებით?

-არსად თქმულა, რომ მაჟორიტარული სისტემა ცუდია, იგი არაკონსტიტუციურია, ან გაუმართავია და მსოფლიოს მასშტაბით არსებობს არაერთი ქვეყანა, სადაც ეს სისტემა მოქმედებს. კრიტიკა მოდიოდა სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ მანდატების წონა იყო არათანაბარი და ამომრჩეველთა ხმების დისბალანსი არსებობდა. შეცდომების გასწორების შემდეგ, მაჟორიტარული სისტემის კრიტიკის საფუძველი აღარ იარსებებს. ჩვენ გვყავს მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც ამ სისიტემის გაუქმების მომხრე არ არიან და მათი ლეგიტიმური უფლებაა, რომ ასეთი აზრი ჰქონდეთ. მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში არსებობს მაჟორიტარული სისტემა და არავინ არ ებრძვის მას, ზოგან კი, მხოლოდ მაჟორიტარული სისტემა არსებობს.

- ადრე იყო ზეპირი საუბრები, რომ უნდა გაზრდილიყო მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო ბარიერი, რაც ჯე რჯერობით საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებში არ ჩანს. არის თუ არა მისი განხორციელება დაგეგმილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე?

-ახალი კანონპროექტი ეხება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და ვაგრძელებთ საარჩევნო კოდექსზე მუშაობას. ზოგადად კი, საუბარია, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის ბარიერმა დაიწიოს. არაერთი წიანადედბა არსებობს როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციის, ისე არასამთავრობოების მხრიდან. „პატრიოტთა ალიანსმა“ ცალკე შემოიტანა პაკეტი და ეს პროცესი პარლამენტში სამუშაო რეჟიმში მიმდინარეობს. ჩვენი მიზანია, რომ საარცევნო კოდექსი და საარჩევნო გარემო გაუმჯობესდეს და რადგან, დღემდე განხორციელებულმა ცვლილებებმა ვერ გაასწორა ყველა ხარვეზი, მუშაობას ვაგრძელებთ. ამ თემაზე მიმდინარე კვირაშიც არის დაგეგმილი შეხვედრა კოალიციაში შემავალი პარტიების და ვართ სამუშაო პროცესში, რათა 2016 წლამდე რისი შესწორებაც შესაძლებელია, აუცილებლად შესწორდეს.

-„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიებთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკვე არესბობს მისი სამუშაო ვარიანტი და კონკრეტული გვარებიც ცნობილია...

-ეს არის ცრუ ინფორმაცია და როგორც ვიცი, „თავისუფალი დემოკრატების“ ერთერთმა წევრმა გაავრცელა. არავითარი სია პარტიის ოფისიდან არ გადაგზავნილა არც არასამთავრობოებთან, არც ოპოზიციასთან. ასეთი სია არ არსებობს და არ ვიცი, რაში დასჭირდათ ტყუილის გავრცელება. როდესაც დრო მოვა, რომელ საარჩევნო ოლქში რომელი მაჟორიტარი იქნება წარდგენილი, ამის შესახებ თავად კოალიცია განაცხადებს და მოხდება ჩვეულებრივად მათი პრეზენტაცია. ჩვენ ფარული საარჩევნო სიებით არ ვმუშაობთ, 1 წელზე ცოტა ნაკლებია დარჩენილი საპარალამენტო არჩევნებამდე და საარჩევნო სიაზე ჯერ არ ჩამოვყალიბებულვართ.

„ქართული ოცნება“ მუშაობს აქტიურად, მიმდინარეობს კონფერენციები რეგიონებში და უფრო აქტიურ ფაზაში გადავა ჩვენი მუშაობა, რადგან 2016 წლის დასაწყისიდანვე უკვე ვიქნებით საარჩევნო მოცემულობაში და მაჟორიტარობის კანდიდატების დროც დადგება, მაგრამ რაღაც ფარული სიების ფრიალი და მერე დაბრალება, რომ თითქოს ის ჩვენმა პარტიამ გაავრცელა, აბსოლუტურად ტუილია.

-მომავალ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კოალიციის ფორმით მონაწილეობის საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება?

- დღევანდელი მოცემულობით, კოალიცია „ქართული ოცნება“ როგორც პოლიტიკური სუბიექტი არსებობს და ამ რეჟიმში ვმუშაობთ. სხვა საკითხი არც განხილულა და არც განცხადება გაკეთებულა. რა თქმა უნდა, პარტიების გადასაწყვეტია, როგორ მიიღებენ მონაწილეობას, დარჩებიან თუ გავლენ კოალიციიდან. ეს კოალიციაში შემავალი ყველა სუბიექტის უფლებაა, თუმცა, ეს საკითხი არ დამდგარა არც პარლამენტში და არც მის გარეთ.

პრაიმნიუსჯორჯია“, ესაუბრა ხათუნა ხატიაშვილი

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე