გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველო, თბილისი - 11:15 | 26.05.2018
ნანახია: 1343

მისი უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ მეორე საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს:

“დიდი სიხარულით გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს თქვენ და საქართველოს მოსახლეობას და ბედნიერებას და იღბალს გისურვებთ. წელს ეს დღე განსაკუთრებულია, ვინაიდან საქართველო პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან ასი წლის თავს აღნიშნავს.

ასეთ დროს ვფიქრობ ჩვენს ქვეყნებს შორის ახლო კავშირებზე, როგორც ისტორიულზე ისე ამჟამინდელ და სამომავლოზე”.

Image may contain: text




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე