ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი შვილებს ისევ ვერ იყოფენ

საქართველო, თბილისი - 15:38 | 25.05.2018
ნანახია: 2799

42 წლის ანჯელინა ჯოლისა და 54 წლის ბრედ პიტის განქორწინების ირგვლივ განვითარებული დრამა გრძელდება. დასავლური მედიის ცნობით, 6 შვილის მშობლები კვლავ ვერ თანხმდებიან ბავშვების მეურვეობის შესახებ. ვიდრე ისინი ამ პრობლემას არ გადაწყვეტენ, განქორწინება ოფიციალურად არ გაფორმდება.

ინსაიდერების თქმით, უკანასკნელი პრობლემა ის გახდა, რომ ანჯელინა უახლოეს ხანებში გეგმავს ახალი ფილმის გადაღებას ევროპაში, სადაც ბავშვებთან ერთად წასვლა სურს.

ბრედ პიტმა კი სპეციალურად აირჩია სამუშაო ლოს-ანჯელესში (ადგილი სადაც ჯოლი შვილებთან ერთდა მუდმივად ცხოვრობს), რათა ბავშვებთან ახლოს ყოფილიყო ზაფხულის არდადეგების დროს. ინსაიდერების ცნობით, შექმნილი სიტუაციის გამო ჯოლი აღშფოთებულია, უკმაყოფილოა პიტიც. ის ცუდად არის იმის გამო, რომ ბავშვებისგან გამუდმებით შორს არის. მას მიაჩნია, რომ ლოს-ანჯელესი მათი სახლია და ამ ქალაქში ისინი უკეთესად იქნებიან.

წეყვილმა განქორწინების შესახებ განცხადება სასამართლოში 2016 წლის სექტემბერში შეიტანა. მათ 6 შვილი ჰყავთ: 16 წლის მედოქსი, 16 წლის პაქსი, 14 წლის ზახარი, 13 წლის შაილო, 9 წლის ტყუპები - ვივიენი და ნოქსი. პიტი თავის შვილებს მხოლოდ რამდენიმე კვირაში ერთხელ ხვდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე