მწვადი და ბარბექიუ კანის კიბოს განვითარების საფრთხეს შეიცავს

საქართველო, თბილისი - 14:52 | 25.05.2018
ნანახია: 2687

მწვადისა და ბარბექიუს მომზადება ადამიანის სიცოცხლისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

ჩინელი მეცნიერები ჯინანის უნივერსიტეტიდან მივიდნენ დასკვნამდე, რომ მწვადის შეწვის დროს მისგან წამოსული კვამლი და მაყალის გვერდით დგომაც კი საფრთხის შემცველია.

ამიტომ მეცნიერები მწვადის მოყვარულებს ურჩევენ მისი მომზადების დროს ჩაიცვან ჰაერგაუმტარი ტანსაცმელი, რათა ორგანიზმი საშიში ნივთიერების ნეგატიური ზეგავლენისგან დაიცვან.

 ადამიანის კანი ადვილად იწოვს ქიმიურ ნივითიერებას, რომელსაც კვამლი შეიცავს.

ორგანიზმში ფორების საშუალებით ხვდება საშიში ნახშირწყალბადები, რომლებიც წარმოიქმნება იმ დროს, როდესაც ადამიანი მაღალ ტემპერატურაზე ხორცს ან თევზს წვავს.

ამ დროს შესაძლოა განვითარდეს კანის კიბოს  სხვადასხვა სახეობა.

ორგანიზმში კვამლის მოხვედრა შესაძლოა კანიდან უფრო საშიში აღმოჩნდეს, ვიდრე სასუნთქი გზებიდან.

ამიტომ მეცნიერების აზრით, იმის მიუხეადვად, რომ მწავდი ძალიან გემრიელი კერძია, რაც შეიძლება იშვიათად უნდა მოვიხმაროთ ის.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე