„ბაიერნის“ ფეხბურთელს არტურო ვიდალის პატიმრობა ემუქრება

საქართველო, თბილისი - 13:46 | 25.05.2018
ნანახია: 991

 

მიუნხენის „ბაიერნისა“ფეხბურთელს არტურო ვიდალის ღამის კლუბში ჩხუბისთვის პატიმრობა ემუქრება. გამოცემა Bild-ის ცნობით, ვიდალი კლუბში ძმასთან სანდრინიოსთან ერთად იმყოფებოდა. VIP-დარბაზში ძმებსა და  კლუბის სხვა მომხმარებლებს შორის დაპირისპირება მოხდა. ჩხუბის შედეგად მათ ერთ-ერთ მომხმარებელს თავში ბოთლი ჩაარტყეს, რის გამოც მან თავის მძიმე დაზიანება მიიღო.

ვიდალი ძმასთან ერთად თავდასხმის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარსდგება. ფეხბურთელს რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ინციდენტი მიუნხენის ერთ-ერთ ღამის კლუბში 2017 წლის სექტემბერში მოხდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე