ტრამპმა კიმ ჩენ ინთან შეხვედრა გააუქმა

საქართველო, თბილისი - 12:46 | 25.05.2018
ნანახია: 696

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს აშშ-ჩრდილოეთ კორეის სამიტის გაუქმების შესახებ აცნობა.

 „თქვენს ბოლო განცხადებებში უჩვეულო ღვარძლისა და ღია მტრული დამოკიდებულების გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ ამ მომენტისთვის სამიტის გამართვა აზრს მოკლებული იქნება“, - ნათქვამია ამერიკის პრეზიდენტის წერილში.  „მსოფლიომ და ჩრდილოეთ კორეამ დაკარგეს შესანიშნავი შესაძლებლობა ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად, აყვავებისა და სიმდიდრის შესაქმნელად. ეს გაშვებული შესაძლებლობა და ისტორის სევდიანი მომენტია“, - აღნიშნავს ტრამპი წერილში.

მხარეებს შორის შეხვედრა 12 ივნისს სინგაპურში უნდა გამართულიყო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე