თვითნაკეთი ბომბის აფეთქების შედეგად კანადაში 15 ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 11:03 | 25.05.2018
ნანახია: 1202

სულ მცირე 15 ადამიანი დაშავდა აფეთქების შედეგად კანადის ქალაქ მისისოგაში. ინციდენტი ერთ-ერთ რესტორანში მოხდა.

ექიმების ცნობით, რესტორან  Bombay Bhel-ში  სამი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. აფეთქების მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

პოლიცია ორ მამაკაცს ეძებს, რომლებიც თვითნაკეთი ბომბის აფეთქებაში არიან ეჭვმიტანილნი.
 „ორმა ეჭვმიტანილმა მოქმედებაში მოიყვანა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა... ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“, - ნათქვამია „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ პოლიციის განცხადებაში.

სამართალდამცველბი მოქალაქეებს სავარაუდო დამნაშავეების ვონაობის დადგენაში დახმარებას სთხოვენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე