ბათუმის ქუჩებში ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება

საქართველო, თბილისი - 12:47 | 01.12.2015
ნანახია: 2751

ბათუმის ქუჩებში ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ძველი ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში მემედ აბაშიძის ქუჩაზე შპს ,,დია ამომ" ახალი ბოძკინტები, დეკორატიული სანაგვე ურნები და ღობეები დაამონტაჟა. ხოლო, ზუბალაშვილის, გამსახურდიას, კომახიძის, ასათიანის, მელაშვილის, გორგილაძის, ფარნავაზ მეფისა და ხულოს ქუჩებზე საბაღე სკამები დაიდგა. სამუშაოები ა(ა)იპ ,,ბათუმის კორპუსმა" შეასრულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე